ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილი მზად იყო აფხაზეთში რეფერენდუმის ჩასატარებლად

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის ჰქონდა იდეები, რომლებიც „რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა.

„ივანიშვილი ბევრ რამეში ავლენდა არაკვალიფიციურობას. ბიძინა ივანიშვილი მზად იყო და იდეა, აკვიატება ჰქონდა, ჩვენ აფხაზეთში ჩავატაროთ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე, მათ შორის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც 5 წლის შემდეგ ამუშავდება. ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“ დავუბლოკეთ ეს“, - თქვა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის შეფასებით, ეს იყო, უცოდინარი, არაკვალიფიციური ადამიანის პრეტენზიული, აკვიატებული იდეები.

„ჩემთვის [დღესაც] ყველაზე საფიქრალი და სახიფათო არის მისი [ბიძინა ივანიშვილის] ფსევდო გროსმაისტერობა. მას ჰგონია, რომ შეუძლია, მსოფლიო პოლიტიკა ითამაშოს და მსოფლიო პოლიტიკის თამაშის ამბავში თქვას, რომ საქართველოსთვის რაღაც სერიოზული მაქვს მოფიქრებული“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"