"რასაც ამჟამად განვიცდით არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი"

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია". მაკრონმა აღნიშნულის მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან ძალების გაყვანა.

"რასაც ამჟამად განვიცდით არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ რეალობა იმის თაობაზე, თუ რა არის ნატო, აშშ-ის მხრიდან პირობების შესრულების გათვალისწინებით",– განაცხადა მაკრონმა. 

მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა იფიქრონ საკუთარ თავზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა