უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ