ოსური მხარე საქართველოს დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების შესახებ იუწყება

ოსური მხარე საქართველოს დაკავებული  მოქალაქის ზაქრო ბუთხუზის გათავისუფლების შესახებ იუწყება.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ქვეშის მაცხოვრებელი ზაქრო ბუთხუზი ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეს დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. 

ცნობისთვის: ზაქრო ბუთხუზი 6 ნოემბერს დააკავეს. 

 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"