ხორავას ქუჩის საქმის ერთ–ერთ ფიგურანტს სასჯელი განუსაზღვრეს

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს. სარალიძის ოჯახი საქმეს სრულად გამოძიებულად არ მიიჩნევს და ყველა მონაწილის პასუხისმგებაში მიცემას მოითხოვს.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp