კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

როგორც ლოქრთიფანიძემ განაცხადა, აპროტესტებს, კინოფილმის აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის. 

„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აფიშა საერთოდ არის გამოკრული. დაახლოებით 10 აფიშაა გამოკრული სხვადასხვა ფილმების და არც ერთი იმ ფილმისა, რომელიც დღეს 20:00 საათზე უნდა გავიდეს. ჩვენ დავინტერსდით მიზეზით და მიზეზი ვერავინ აგვიხსნა. ახლა დავაფიქსირებ დარღვევას 112-ით გამოძახებული ეკიპაჟის წინაშე. ცენტრალურ აფიშაზე დატანებული უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენზი. როცა საჯარო სივრცეში არ არის აღნიშნული გრიფირება გამოტანილი, ეს მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ, კინოთეატრის ხელმძღვანელობასაც, აქვს რაღაც დასამალი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"