გოცირიძე პარლამენტში ხინკლით მივიდა

დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ დაპირება ამ ფორმით  შეასრულა.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის: “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები ხინკალზე ხინკალზე დაპატიჟა, თუ ისინი თავს გაამჟღავნებდნენ და კურსელობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარადგენდნენ.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ