კინოთეატრ "ამირანთან" განსაკუთრებული მობილიზაციაა

კინოთეატრ "ამირანთან" განსაკუთრებული მობილიზაციაა. ადგილზე იკრიბებიან ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათი გამოჩენისთანავე გაძლიერდა პოლიციის მობილიზებაც. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს სხვადასხვა კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაა დაგეგმილი. ამ დროისთვის გაყიდულია ყველა ბილეთი, თუმცა რადილაური ჯგუფები პრემიერის ჩაშლას ითხოვენ და სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ კინოთეატრთან. 

შსს მოუწედებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, აცხადებს, რომ დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას.  

კინოთეატრ „ამირანის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაიცავენ მომხმარებლის უფლებებს და შსს-სთან ერთად უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო შესვლას დარბაზებში.

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური არის მზადყოფნაში, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე. მაყურებლებს ვთხოვთ, ვინც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დღევანდელ სეანსზე ბილეთები შეიძინა, მოვიდნენ სეანსამდე ნახევარი საათით ადრე, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად შევუშვათ თავიანთ ადგილებზე დარბაზებში“, – განაცხადა კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"