ჯაში - "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ზე: "კულტურა არის ცენზურის გარეშე“

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, თითოეულ ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ არ შეიძლება, კულტურა რაიმე ცენზურას დაექვემდებაროს.

„საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის ფილმი „შინდისი“ იბრძვის, სადაც მოთხრობილია შინდისის გმირების ისტორია. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით გადის, ამდენად, პრიორიტეტს იმ ფილმს მივანიჭებდი, რომელიც საქართველოს კინოინდუსტრიის მხრიდან არის არჩეული და წარდგენილი. ოკუპაციისა და უდიდესი გმირობის მსოფლიოსთვის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია „შინდისის“ პოპულარიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სახელით წარდგენილი ფილმის პოპულარიზაციაზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რადგან კულტურა არის ცენზურის გარეშე“, – განაცხადა ჯაშმა.

ცნობისთვის: კინოთეატრ "ამირანთან" განსაკუთრებული მობილიზაციაა. ადგილზე იკრიბებიან ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათი გამოჩენისთანავე გაძლიერდა პოლიციის მობილიზებაც. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს სხვადასხვა კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაა დაგეგმილი. ამ დროისთვის გაყიდულია ყველა ბილეთი, თუმცა რადილაური ჯგუფები პრემიერის ჩაშლას ითხოვენ და სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ კინოთეატრთან. 

შსს მოუწედებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, აცხადებს, რომ დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"