პომპეო: "ნატო-ს გაფართოვება და ცვლილებები სჭირდება"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ნატო-ს გაფართოვება და ცვლილებები სჭირდება, რათა დღეს არსებულ რეალობებსა და გამოწვევებს დაუპირისპირდეს. ამის შესახებ მან ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. ამასთან მან ჩინეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

„დასავლურ, თავისუფალ სახელმწიფოებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ხალხს ააცილონ ჩინეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან მომავალ საფრთხეები. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დაიცვან ის, რაც ასე რთულად მოიპოვეს 1989 წელს. მათ უნდა აღიარონ, რომ არათავისუფალ ქვეყნებთან ფასეულობების შეჯიბრში არიან“, -განაცხადა პომპეომ ბერლინის კედელთან სიტყვის გამოსვლისას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"