ვასაძე ივანიშვილს მიმართავს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც რადიკალური განწყობებით გამოირჩევა და ამავე მიმართულების ჯგუფებს ხელმძღვანელობს, ვერის ბაღიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მივიდეს ვერის ბაღში და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.  მოგეხსენებათ, დღეს საქართელოში კინოპრემიერა მიმდინარეობს, თუმცა ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტის გამო პრემიერა განსაკუთრებული საპოლიციო ზომების პონზე ჩაივლის. 

"მინდა, ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ თქვენი პოლიტიკური თამაშებით დავიღალეთ, ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ. როდესაც ეს ხალხი რუსთაველს სისხლში აბანავებდა მთელი ზაფხული და ჩვენს სახელმწიფოს გადატრიალებას უწყობდა, ვინც აქ დგას, იქ არავინ მისულა და პოლიციელისთვის ხელი არ დაურტყიოა. ჩვენ ვგულშემატკივრობდით არა ქართველების მიერ ერთმანეთის სისხლის ღვრას, არამედ იმას, რომ კიდევ ერთხელ არ გადატრიალებულიყო ჩვენი სახელმწიფო და ვლოცულობდით, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაბრუებული ახალგაზრდა დაზიანებულიყო იმ ბრძოლის დროს, რომელსაც იყენებენ ის ცინიკური ადამიანები, რომლებიც წინა პოლიტიკური რეჟიმის დროს თითოეულ ჩვენგან აპატიმრებდნენ, დევნიდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელ დღეში ამყოფებდნენ. ჩვენ პოლიტიკური მესიანიზმით შეპყრობილი და სახელმწიფოს მტრები არ ვართ. მიგვაჩნია, რომ როგორც ძალადობრვი გზით სახელმწიფოს გადატრიალება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება ძალადობრივი გზით ერის თავს საშინელებების მოხვევა, რომელსაც თავს გვახვევთ. თუ შენ [ივანიშვილი] მართლა გეშინია, ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, დაგვიდექი გვერდში ვერის ბაღში. აქ გელოდებით ქართველი ხალხი. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ და წამოიყვანე შენი პრემიერ-მინისტრიც",- მიმართა ივანიშვილს ლევან ვასაძემ. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"