პირველადი ინფორმაციით, იტალიაში ავტოავარიაში მოყოლილი საქართველოს მოქალაქეებიდან მძიმედ არავინ დაშავებულა

პირველადი ინფორმაციით, იტალიაში ავტოავარიაში მოყოლილი საქართველოს რვა მოქალაქიდან მნიშვნელოვანი დაზიანებები არც ერთს არ მიუღია, ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, ამჟამად იტალიაში საქართველოს კონსული თითეული მათგანის მდგომარეობას არკვევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სიენა-ფლორენციის გზაზე ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp