როგორ აპირებენ ულტრამემარჯვენეები კინოთეატრებში შესვლას - ვასაძემ გეგმა წარადგინა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად ვერის ბაღშია მობილიზებული, თანამოაზრეებს მოუწოდებს, არ იძალადნონ პოლიციელებზე, უბრალოდ "მიაწვნენ მათ და გაწიონ".  

"ყველას მოგიწოდებთ, არ იყოს ძალადობა,ყველაფერი გავაკეთოთ მშიდობიანად.

თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონი, უბრალოდ გავწიოთ ეს კორდონები, გავწიოთ ისინი გვერდზე, მივაწვეთ. პოლიციელები, რომლებიც იძულებულები იქენბიან, ჩვენ გვირტყან, არ არიან ჩვენი მტრები",- განაცხადა ვასაძემ.:

ამასთან, მან ფილმის ყურების მსურველები, რომლებიც ამჟამად კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" სანახავად იმყოფებიან, გარყვნილ ხალხად მოიხსენია და მხარდა,ჭერებს მოუწოდა, მათზე არ იძალადონ.  

"რამდენადაც შეძლებთ, არ შეუბრუნოთ ხელი არავის. უბრალოდ შევიდეთ დარბაზებში და ჩავშალოთ სეანსები. თითოეულ დარბაზში, სადაც შევალთ, დავდგებით ეკლანის წინ და მოვიწოდებთ ხმამაღლა დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოთეატრი. შევალთ საოპერატოროებში და ყპველგვარი ტექნიკის დაზიანების გარეშე დავაჭერთ ღილაკს ხელს და გავთიშავთ კინოჩვენებას".  

მან მხარდამჭერებს მოუწოდა კინოთეატრებთან 19:00 საათისთვის მივიდნენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"