მათიკაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: "ყველა მიმართულება, რომელიც ასეთი პარტნიორების წინააღმდეგაა, პროვოკაციულია"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატები წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, შესაბამისად, ყველა ისეთი მიმართულება, რომელიც სწორედ ასეთი პარტნიორების წინააღმდეგ არის წარმართული, რა თქმა უნდა, პროვოკაციულია და რა თქმა უნდა, ის კარგს მიზნად ნამდვილად არ ისახავს. ამის შესახებ მათიკაშვილმა აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

„ასეთ სიტუაციებში ზოგადად პროვოკაციული განცხადებების ალბათობა არის მაღალი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის სწორედ ისეთი, რომელიც ესადაგება პარტნიორობის პრინციპებს და ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი მოსაზრება არაერთგზის დააფიქსირა. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და იმ პარტნიორობასთან მიმართებაში, რასაც აგერ უკვე 30 წელიწადზე მეტია, ამერიკა და საქართველო ერთად ახორციელებენ იმ დიდი დახმარების ფარგლებში, რასაც შეერთებული შტატები საქართველოს უწევს უკვე ძალიან დიდი ხანია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებისგან ანტიამერიკული განცხადებები ისმის.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება კინოთეატრ "ამირანთან". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"