"აპოლოსთან" სიტუაცია დაიძაბა - დაშავებულია დაცვის თანამშრომელი

ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ულტრამემარჯვენე აქტივისტები არიან მობილიზებული და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებოდნენ, ძალას არ გამოიყენებდნენ და პროტესტს მშვოდობიანი ფორმით გამოხატავდნენ, მათ მაყურებლების ნაწილს კვერცხები ესროლეს, კვერცხები ესროლეს შენობასაც, გარდა ამისა, მათ შენობაში პიროტექნიკა შეაგდეს. ინციდენტის შედეგად სავარაუდოდ, "აპოლოს" თანამშრომელი დაშავდა. 

"აპოლოსთან" შეკრებილები პოლიციას მოუწოდებენ და კატეგორიულად მოითხოვენ ჩაიკეტოს კარი და  მოქალაქეები კინოთეატრში არ შეუშვან. 

მაყურებლებს შენობაში შესვლას ცდილობდნენ. მათმა ნაწილმა შესვლა შეძლო.

ადგილზე პოლიცია დილიდანაა მობილიზებული.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"