მაყურებელმა "ამირანი" დატოვა – ლევან ვასაძემ 9 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარადგინა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, რომელიც ულტრამემარჯვენე ძალების ერთ–ერთი ლიდერია, აცხადებს, რომ 9 ნოემბერს იგივე განმეორდება, რაც 8 ნოემბერს ხდებოდა კინოთეატრ "ამირანთან". მანამდე კი აქტივისტები დაიშლებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა. 

მისი თქმით, იგივე აქტივობები იგეგმება 10 ნოემბრისთვისაც. სწორედ ამ დღეების განმავლობაში იგეგმება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში, რომლის პრეზენტაციაც მიუხედავად მღელვარებისა და ულტრამემარჯვენე ძალების "დაპირებისა", რომ ჩაიშლებოდა, შედგა.   

"მოვალთ ხვალ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით კინოდარბაზში შესვლას და კინოჩვენების ჩაშლას. მოვალთ ხვალ და ისევ გავაპროტესტებთ ამ საშინელებას",– განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის თქმით, მისი თანამოაზრეები ვერის ბაღში შეკრებას 9 ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყებენ, თავად კი 17:00 საათისთვის მივა.

მიუხედავად განცხადებისა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართავდნენ, კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა: აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეღწევას ცდილობდნენ და პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, აგრესიით გაოირჩეოდნენ რიგი ჟურნალისტების მისამართით, გამოყენებულ იქნა პიროტექნიკაც, თუმცა აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ ქმედებებზე პასუხიმსგებლობას არ იზიარებენ, ირწმუნებიან, რომ მსგავს აქტივობებში "პროვოკატორები" მონაწილეობდნენ, ხოლო პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. კინოთეატრთან დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თავს დაესხნენ აქტივისტ ანა სუბელიანს და "რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილს. 

რაც შეეხება კინოჩვენებას, ორი სეანსი შედგა, მაყურებელმა კინოთეატრებში შესვლა და ფილმის ნახვა შეძლო. ამ დროისთვის ორივე სეანსი დასრულებელია, მაყურებელმა დარბაზები დატოვა. 

ცნობისთვის: ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"