BBC- ფილმმა, რომელიც შვედეთმა ოსკარზე წარადგინა, საქართველოში მორწმუნეებისა და კონსერვატიული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია

BBC ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ფილმმა, რომელიც შვედეთმა ოსკარზე წარადგინა, საქართველოში მორწმუნეებისა და კონსერვატიული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.

„ფილმმა რამდენიმე ჯილდო უკვე დაიმსახურა. მათ შორის არის ჩიკაგოს ფილმის საერთაშორისო ფესტივალი, სარაევოს ფილმის ფესტივალი. ამასთან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება კანისა და ლონდონის კინოფესტივალებზე შედგა. შვედეთმა ფილმი ოსკარზე წარადგინა. ფილმის წარმატების მიუხედავად, ფილმმა საქართველოში მორწმუნეებისა და კონსერვატიული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია“, – წერს გამოცემა.

BBC აღნიშნავს, რომ რეჟისორმა ფილმთან დაკავშირებული მღელვარება უკვე დაგმო. „ფილმს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს ქართულმა ლგბტქ ჯგუფებმაც“, –წერს გამოცემა.

BBC წერს, რომ ფილმთან დაკავშირებით პროტესტი საქართველოში სიახლე არ არის და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისში 2006 წელს რონ ჰოვარდის ფილმ „და ვინჩის კოდის“ ჩვენების დროს მოწყობილი დემონსტრაციაა ასახული. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ