"ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა"

“ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა და ვიხილეთ. ძალიან სამწუხაროა. საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული".

ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კონოჩვენებასთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. 

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

როგორც გუშინ ლევან ვასაძემ განაცხადა, 9 –10 ნოემბერს იგივე განმეორდება, რაც 8 ნოემბერს ხდებოდა კინოთეატრ "ამირანთან".

"მოვალთ ხვალ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით კინოდარბაზში შესვლას და კინოჩვენების ჩაშლას. მოვალთ ხვალ და ისევ გავაპროტესტებთ ამ საშინელებას",– განაცხადა ვასაძემ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ექიმები გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ