„ივანიშვილს აღარ აქვს უფლება იყოს საქართველოს მმართველი, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება, იყოს ამ ქვეყნის მმართველი. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, მაგრამ, ბიძინა, შენ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება .[...] ივანიშვილს გუშინდელი დღის შემდეგ აღარ აქვს უფლება იყოს არა მარტო არაფორმალური, არამედ არანაირი მმართველი. უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრები ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლას შეეცადნენ. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

როგორც გუშინ ლევან ვასაძემ განაცხადა, 9 –10 ნოემბერს იგივე განმეორდება, რაც 8 ნოემბერს ხდებოდა კინოთეატრ "ამირანთან".

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"