„უცებ მივხვდი, რომ უფლის ნებაა, რომ გუშინ ჩვენ კონოთეატრში ვერ შევედით“

„მიუხედავად იმისა, რომ მე ისევე, როგორც თითოეულ თქვენთაგანს გულწრფელად, 100%–ით მინდოდა გუშინ ამ კორდონის გარღვევა, შიგნით შესვლა და ამ სეანსის შეწყვეტა, როდესაც დამაწყდა ყველა მყესი, როდესაც ფიზიკური ძალისაგან სრულიად გამოვიფიტე, ჟურნალისტების გაუთავებელი ჩვენი ქილიკისა და დაცინვისაგან ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი და ფსიქოლოგიური ძალებიც გამოფიტვის ზღვარზეა, მე უცებ მივხვდი, რომ უფლის ნებაა, რომ გუშინ ჩვენ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში. იცით რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ, ჩვენ გუშინ იქ რომ შევსულიყავით, ის პროვოკატორები, ვინც პიროტექნიკას იყენებდნენ და თავში ქვებს უშენდნენ ხალხს, ჩვენ ამ ხალხს შიგნით ვერ გავაკონტროლებდით, უარესს იზამდნენ და კიდევ უფრო მეტი ხალხი დაბრკოლდებოდა ტრადიციული ღირებულებების მიმართ. ამიტომ მივიღოთ ეს როგორც უფლის ნება, მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენ, როგორც კაცებს გვინდოდა ამ ფილმის ჩვენების შეწყვეტა“.  

ამის შესახებ ვერის ბაღში განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც გუშინ მხარდამჭერებთან ერთად ცდილობდა, ჩაეშალა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"