"გუშინ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ"

„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ უსამარცხვინოესი ფილმის ჩვენება, ამ ჩვენი უღრმესი ტრადიციის შემრყვნელი აქტის ქართველ ერში მშვიდობიანად ჩატარება შეუძლებელია. მთელი მსოფლიო უცქერდა თუ როგორ ერთიანად, მედგრად და მტკიცედ აპროტესტებდა უამრავი ხალხი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმ უმსგავსობას, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე გამოიყენა ძალიან უხეში ძალა და ჩვენ ფიზიკურად ეს ვერ შევძელით. გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ". 

ამის შესახებ ვერის ბაღში განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც გუშინ მხარდამჭერებთან ერთად ცდილობდა, ჩაეშალა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან დემონსტრანტები იკრიბებიან: "ვნახოთ რამდენს დააკავებენ"