თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშნვას ბლოკავდა

თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშნვას ბლოკავდა.

“ორი მაგალითი იყო, როდესაც ელჩს უარი უთხრეს აგრიმანზე ან უარი ითქვა განხილვაზე ქვეყნის მიერ, იმიტომ, რომ ისინი დაადანაშაულეს წინამორბედ პრეზიდენტთან სიახლოვეში. ეს მოხდა ჩვენს ელჩთან დაკავშირებით საქართველოში, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს მუშაობდა ჩვენს საელჩოში საქართველში და მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახლოს იყო მასთან”, – განაცხადა ფიონა ჰილმა კონგრესში ჩვენების მიცემისას.

თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მისცა ჩვენება. 

ცნობისთვის: აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიონა ჰილი მრჩევლად და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპისა და რუსეთის საკითხების უფროს დირექტორად 2017 წლის აპრილში დანიშნა და აღნიშნულ თანამდებობას მიმდინარე წლის აგვისტომდე იკავებდა.

2018 წლის დეკემბერში გავლენიანი გამოცემა Foriegn Policy იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშნვას ბლოკავდა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა. მოგვიანებით გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა. 

10 სექტემბერს ამერიკელმა დიპლომატებმა „აქცენტთან“ საუბრისას დაადასტურეს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოს ხელისულებამ დაბლოკა.

აშშ–მა  საქართველოში ელჩობის ახალი კანდიდატი მხოლოდ რამდენიმე 4 სექტემბერს დაასახელა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ექიმ გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს"