მარადონა დააპატიმრეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. 

ირკვევა, რომ მარადონას დაკავების საფუძველი მისი ყოფილი მეგობარი ქალის საჩივარი გახდა: როსიო ოლივასი განშორების კომპენსირებისთვის 5.6 მილიონ ევროს ითხოვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 13 ივნისისთვის არის ჩანიშნული. თავად მარადონამ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp