ცხინვალი თბილისს დე ფაქტო საზღვარზე ვითარების ესკალაციის მორიგ მცდელობებში ადანაშაულებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, ქართველი ძალოვანები „8 –11 ნოემბრის პერიოდში ჰიბრიდულ მოქმედებაზე გადავიდნენ და პერიოდულად სროლასთან ერთად, აწარმოებენ უპილოტო საფრენი აპარატების სადაზვერვო ფრენებს, ასევე დაფიქსირდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეღწევის ცალკეული მცდელობებიც“.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართველი ძალოვანების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა თბილისის რეჟიმს დაეკისრება“, – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.  

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა პირველად 5 ნოემბერს გაავრცელა განცხადება ქართული მხრიდან სროლის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურმა მედიის კითხვაზე, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, განაცხადა, რომ აღნიშნული "დეზინფორმაცია" და მას "პროვოკაციული განცხადება" უწოდა. 

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არ ადასტურებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 5 ნოემბერს კოდის მახლობლად ქართული მხრიდან სროლა დააფიქსირეს. 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მსგავსი შინაარსის განცხადება 8 ნოემბერსაც გაავრცელა, რომელიც სუს–მა კვლავ "დეზინფორმაციად" შეაფასა. საქართველოში ევროკავშირის მისია მ კი აღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავა.

"მისია არ აკეთებს დამატებით კომენტარს გარდა იმ პრეს–პრელიზისა, რომელიც ჩვენს ვებ–გვერდზე გუშინ გავავრცელეთ. ამასთან, მისია არის სრულიად მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება მის მუშაობას", – განუცხადეს 8 ნოემბერს "აქცენტს" მისიაში.  

იხილეთ ასევე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის განცხადებით, ცხინვალის არაზუსტი განცხადებები დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება