სირიაში ორი მღვდელი მოკლეს

სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციაში სომეხი კათოლიკე მღვდლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაეშმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ არხებით „ორი ქრისტიანი მღვდლის მკვლელობაზე“ გაავრცელა ინფორმაცია.

სირიის სახელმწიფო ტელეკომპანია „სანას“ ინფორმაციით, მოკლულია ქამიშლის სომხური კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი, მღვდელი ჰუსიბ აბრაჰამ ბიდოიანი და მისი მამა. რადიკალი ისლამისტები სასულიერო პირის ავტომობილს დეირ ელ-ზორის გზაზე დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა.

ქურთული სააგენტო „რუდავი“ წერს, რომ ალ-ბუსარიას ზონაში ჯიჰადისტების ე.წ. მძინარე უჯრედების გააქტიურება შეინიშნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"