დაპირისპირება პარლამენტში: "ფეხებზე მკიდია, "დავბრიდავ" მაგ ნაბ....“

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და მის ყოფილ თანაგუნდელს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას შორის ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ფოფხაძემ საპარლამენტო გამოსვლისას ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც ბერაია რეპლიკით გამოეხმაურა. ბერაიამ ფოფხაძეს უთხრა, რომ იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა. აღნიშნულს ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან კოლეგასთან უშედეგოდ სცადა მისვლა. 

"გარეთ  გამოვიდეს, ფეხებზე მკიდია, "დავბრიდავ" მაგ ნაბიჭვარს“, - აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა. ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერაიას შორის, ასევე კობა ლურსმანაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის.

სესიის მიმდინარეობისას  რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, პარლამენტში ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.

განახლება

მოგვიანებით ფოფხაძემ მედიასთან მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დიდი ფარისევლობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან ლაპარაკი ეკლესიის დაცვაზე.

„ამ პოლიტიკურმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეკლესია ყოფილიყო დარტყმის ქვეშ, პატრიარქის ავტორიტეტი შელახულიყო. ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა, თუმცა თუ ისინი გულწრფელები არიან, მეეჭვება მაგრამ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ტაქტიკა, რაც მათ აირჩიეს, იმის ჩვენება, რომ ჩვენ აგრესიულად გავლანძღავთ „ნაციონალებს“ და „ნაციონალების“ ფონზე გამოვჩნდებით კარგები, მაშინ, როცა ქვეყანაში არის საშინელი კრიზისული მდგომარეობა, ამ ფონზე ამ დღის წესრიგით ცხოვრება არის სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"