„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტი საზღვრებს შორის „გაიჭედა“

თურქეთის მიერ საბერძნეთში ექსტრადირებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ქვეყანამ არ მიიღო და ის ქვეყნების შორის არსებულ ბუფერულ ზონაშია გაჩერებული.

Theguardian-ი აქვეყნებს ფოტოს, როგორ დგას შავებში ჩაცმული მამაკაცი საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებულ ვიწრო ზოლში. 

ტერორიზმის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი ჟან-ჩარლზ ბრიზარდი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტი“ საზღვრებს შორის „გაიჭედა“.

საკითხს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ ტერორისტები საბერძნეთის ბუფერულ ზონაში დგანან, თურქეთის პრობლემა არ არის.

თურქეთმა ევროპული ქვეყნები არაერთხელ გააფრთხილა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს თავიანთ სამშობლოში გააგზავნიდა, მიუხედავად იმისა, ჩამოართვეს თუ არა მათ მოქალაქეობა. ანკარამ ტერორისტების ექსტრადაცია ოფიციალურად 11 ნოემბერს დაიწყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა