ერგნეთში რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა დასრულდა. 

შეხვედრის მთავარი თემა სოფელ წნელისთან განვითარებული მოვლენები იყო. 

მხარეები რჩებიან იგივე პოზიციაზე, რომელიც წინა შეხვედრებზე დააფიქსირეს. კერძოდ, ქართული მხარე წნელისთან გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს აღებას არ აპირებს, ოსური მხარე კი  აცხადებს, რომ დე ფაქტო საზღვრს არ გახსნის, თუ  საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებენ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გუშინ ოკუპანტების მიერ დაკაბვებული საქართველოს ორი მოქალაქის საკითხიც დააყენა, რაზეც პასუხი მიირეს, რომ ამჟამად ცხინვალში მათი სასამართლო პროცესი იმართება და დაკავებულების მხოლოდ ამის შემდეგ გაატავისუფლებენ.

ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დეკემბერში გაიმართება. 

ცნობისთვის:  აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ამ ეტაპზე არ აპირებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე  ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

24 ოქტომბერს ოსურმა დე  აფქტო უშიშროების ძალებმა  ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით მისიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხსენებულ ინციდენტს დღევანდელ ტექნიურ შეხვედრაზე განიხილავდნენ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ