"საქართველოში იყო გარკვეული საქმეები, როდესაც შეშფოთება გამოვთქვით გამოძიების ან სასამართლო საქმის დროსთან თუ კონტექსტთან დაკავშირებით"

საქართველოში  აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდის განცხადებით, "საქართველოში იყო გარკვეული საქმეები, როდესაც შეშფოთება გამოვთქვით გამოძიების ან სასამართლო საქმის დროსთან თუ კონტექსტთან დაკავშირებით". 

"ჩვენ ასეთ შემთხვევებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს", - განაცხადა რუდმა. 

ცნობისთვის: აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას  ახორციელებს. ამის შესახებ ჯორჯ  კენტის დაკითხვის სტენოგრამაშია ნათქვამი, რომელიც კონგრესის საიტზეა გამოქვეყნებული. 

„საქართველოსა და უკრაინას ნატო–ში გაწევრიანება სურთ. ორი მათგანი ღებულობს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარებას კონგრესისგან. მაგრამ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა – ამ ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას  ახორციელებს“, – აცხადებს კენტი.

ჯორჯ კენტი 2018 წლის 4 სექტემბრიდან დაინიშნა  აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა