საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “ქვეყნის სამსახურშია”.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, მმართველმა გუნდმა შეასრულოს საკუთარი დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, მმართველმა გუნდმა შეასრულოს საკუთარი დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.

მათი თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია. 

პარლამენტის პლენარული სხდომაზე, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხმაური და დაპირისპირებაა. მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპროციურ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი არიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"