ინციდენტი რუსთავში: ნაცემია დაცვა, ორი ბიჭი და ერთი გოგო

რუსთავის მე-17 მიკრორაიონში ერთმანეთს კაფე-ბარ "შარკის" დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ: კამათი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლაში. ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო ორი ახალგაზრდა მამაკაცმა, ინციდენტში მონაწილე გოგომ და დაცვის თანამშრომელმა. 

როგორც ირკვევა,  დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოგვიანებით დაპირისპირებული მხარეები, რუსთავის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი