BBC: ბოლო რვა თვეში აშშ–მექსიკის საზღვარზე ექვსი მოზარდი გარდაიცვალა

აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე 10 წლის გოგონა გარდაიცვალა,– ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება. 

როგორც ირკვევა, შემთხვევა გასულ წელს მოხდა, თუმცა ცნობილი ახლა გახდა. როგორც BBC იუწყება, ეს ბოლო რვა თვეში, აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე დაკავებული მოზარდების გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა.

ამერიკული მედია წერს, რომ მცირეწლოვანს გულის დაავადება ჰქონდა და ის ნებრასკას საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიებას "დემოკრატული პარტიის" წევრები ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას ითხოვს, რაც მისი გეგმის მიხედვით, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში მიმავალ მიგრანტების ნაკადს შეამცირებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"