კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში წყლის სისტემა მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირებას იწყებს. 

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „კაპიტალ გრუპ“-ის დირექტორმა, სვეტლანა კოვალენკომ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხიდისყურსა და საქადაგიანოში, ამ ეტაპზე, არ ოპერირებს. მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. არსებული ჭაბურღილი და რეზერვუარები ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. 

დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა. რეზერვუარების მშენებლობა და არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს.

პროექტირებისთვის 165 000 ლარია გამოყოფილი, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაო ექვს თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს