თელავის მუნიციპალიტეტში, საყორნის მთაზე ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველისა და ართანის გამყოფ ქედზე, ​საყორნის მთაზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრით არის დაშორებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მთაზე ალპურ ზონაშია და ხმელი ბალახი იწვის. მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

„ადგილზე სამაშველო ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას, რომ არ მოხდეს ხანძრის ტყის მასივზე გადასვლა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას გამართავს