პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავს

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავს, – იუწყება Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი თხოვნით პენტაგონს აშშ–ის ცენტრალურმა სარდლობამ მიმართა.

„დააკმაყოფილებს თუ არა სარდლობის თხოვნას პენტაგონი ჯერ–ჯერობით უცნობია“, – იუწყება Reuters.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ  ვაშინგტონმა რეგიონში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. 15 მაისს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"