ოკუპანტების მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქიდან სამს ჯარიმა შეუფარდეს, ერთის მიმართ კი სს საქმე აღძრეს

ოკუპანტების მიერ 9 და 11 ნოემბერს დაკავებული ოთხი მოქალაქიდან, სამს ჯარიმა შეუფარდეს, ერთის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, – იუწყება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

დე ფაქტო უშიშროების ინფორმაციით, საქართველოს ოთხი მოქალაქე  (თბილისის მკვიდრი 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი და 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, ასევე სოფელ კოდისწყაროს მკვიდრი 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი და სოფელ გრემისხევის მკვიდრი 1961 დაბადებული ვაჟა გაფრინდაშვილი) სოფლების ახმაჯისა და ორჭოსანის მიდამოებში დააკავეს. 

როგორც დე ფაქტო უშიშროებაში აცხადებენ დე ფაქტო სასამართლომ სამ დაკავებულს დღეს ჯარიმები შეუფარდა „რესპუბლიკის ტერიტორიიდან შემდგომი გაძევებით“, გაფრინდაშვილის მიმართ კი „საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით სისხლის საქმე აღიძრა, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გამოძიებამ დაადგინა იგი კანონს გამიზნულად არღვევდა“.

როგორც ირკვევა ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ქართველი ექიმია. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ადასტურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ცნობილი ტრავმატოლოგი გაფრინდაშვილი კლინიკა “მედიკლაბის” ექიმია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს