ხამენეი – ირანელ ახალგაზრდებს: „დარწმუნებულები იყავით, რომ ისრაელის დაშლასა და ამერიკული ცივილიზაციის გადაშენებას მოესწრებით“

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „ისრაელის დაშლასა და ამერიკული ცივილიზაციის გადაშენებას“ პროგნოზირებს.

ამის შესახებ ხამენეის ირანელი ახალგაზრდებისადმი მიმართვაშია ნათქვამი.

„ირანელი ახალგაზრდები დარწმუნებულები უნდა იყოთ იმაში, რომ კაცობრიობის მტრების დამარცხების მოწმენი გახდებით. ვგულისხმობ იმას, რომ ისრაელის დაშლასა და ამერიკული ცივილიზაციის გადაშენებას მოესწრებით“, – ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გარდა ამისა, 15  მაისს აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია. იმავე დღეს გერმანიამ და ჰოლანდიამ ერაყში სამხედრო მისია შეაჩერეს. დღეს კი უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს