ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა.

მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა