რუსლან აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არჩილ თალაკვაძემ ფინანსთა მინისტრს აფხაზეთის მთავრობისთის ბიუჯეტის გაზრდა დაავალა.

როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, ტრანსფერის გაზრდა აფხაზეთის მთავრობას საშუალებას მისცემს გაიზარდოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პროგრამული ნაწილი.

„დღეს, ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები ითხოვს სწრაფ და ადექვატურ რეაგირებას, რისთვისაც საჭიროა საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი მიმართვა. აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა, რომ ტრანსფერის გაზრდა საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პროგრამული ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და დევნილი მოსახლეობას აგრარულ და ბიზნეს საქმიანობაში ჩართულობას, განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაძლიერებას, სამოქალაქო ინტეგრაციას და მაქსიმალურად იქნება მორგებული აფხაზეთის საზოგადოების საჭიროებებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გაჟღერებული ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ“ ,- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეგახსენებთ, „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის წინადადება რესპუბლიკური ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს