"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრება.

სხდომაზე უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობს.

შეგახსენებთ, კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ცვლილება კენჭისყრაზე დღეს დადგებოდა. ამის შემდეგ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს