პრემიერს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩევლად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ლელა აქიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეს ქალბატონი გააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას. გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიური იყო. გააქტიურდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოც. ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი უფლებების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის - გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს