გახარია – პროპორციულ სისტემაზე: "იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას"

პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ პროცესებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტში. მინდა ​ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიცია და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული“, – განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს