საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას გააფორმებს

საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში სეულსა და თბილისს შორის პირველად ჩარტერული ავიარეისები განხორციელდა. წელს კი, იანვარ-ოქტომბერში კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს 15 552 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.7 პროცენტით მეტია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება