ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა.  ამის შესახებ ტუსკმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ტუსკმა აღნიშნა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, არამედ ევროკავშირის დასუსტება შიდა უთანხმოებების პროვოცირებით.

„მე მიწევდა თითქმის ყოველკვირეულად საჯაროდ სხვებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი ჩვენთვის არა „სტრატეგიული პარტნიორია“, არამედ „სტრატეგიული პრობლემაა“, – განაცხადა ტუსკმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„სირცხვილია“ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება