პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა 141-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარდაჭერა მათგან გამოუცხადა 101-მა, წინააღმდეგი წავიდა 3 დეპუტატი და ეს მონაცემი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ქვორუმი არ შედგა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. 

ცნობისთვის: 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

ბოლო სამი დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს