ირმა ინაშვილი: "გავდივართ ქუჩაში!"

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა "პოლიტიკურ მელაკუდობას".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილს არ სჯერა, რომ დეპუტატები "ქართული ოცნებიდან", რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ ინიცირებიდან 4 თვის შემდეგ გამოვიდნენ, დამოუკიდებლები არიან. 

"ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ მობილიზაციისკენ და გავდივართ ქუჩაში",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდება,- ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. პარლამენტმა შესაბამის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

"ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარულ მექანიზმების გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს