დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინა: „სიტყვა არასოდეს გამიტეხავს“

„სიტყვა არასოდეს გამიტეხავს. სიტყვა არც მაშინ გამიტეხავს, როცა ინიცირებას მოვაწერე ხელი. სიტყვა არ გამიტეხავს არც მაშინ და არც ეხლა“.

ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომელმაც  5 თვის წინ  პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინა, თუმცა დღეს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ნიუ-ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა