ელენე ხოშტარია: „კარლო კოპალიანს დეპუტატის ბარათი დავუჭერით და კიდევ გადავუჭრი“

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ მან და  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კარლო კოპალიანის დეპუტატის ბარათი დააზიანეს.

„მე და თინა ბოკუჩავამ კარლო კოპალიანს დეპუტატის ბარათი დავუჭერით და კიდევ გადავუჭრი“, – განუცხადა „აქცენტს“ ხოშტარიამ.

კარლო კოპალიანის განცხადებით, ოპოზიციონერი ქალბატონებმა მას დებუტატის ბარათი დაუზიანეს.

„ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში სადაც მე ვიჯექი, ჩემს ადგილას. ამოიღეს ჩემი ბარათი. ერთმა, ხოშტარიამ ამოიღო ბარათი, ბოკუჩავას მომზადებული ჰქონდა მაკრატელი და იმან გაჭრა. მეორე ნახევარი აქვს ხოშტარიას, წაიღო სამახსოვროდ, ჩემი თვალები მოსწონს ეტყობა. მაგას აქვს ჯიბეში. მე ამას თავდასხმად ვაფასებ. გამოცდილმა იურისტებმა შეაფასონ, არის თუ არა ეს თავდასხმა დეპუტატზე“, – აღნიშნა კოპალიანმა „საქართველოს პირველ არხთან“ საუბარში.

ცნობისთვის: პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

დეპუტატი კარლო კოპალიანი იმ კანონმდებელთა რიგებში, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ მიცსეს ხმა. 

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობას დატოვეს. ესე დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"