ლანჩხუთში ავარიას ერთი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ სუფსასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: ახალგაზრდა ცოლ–ქმარი, ქმრის ძმა და მათი დეიდაშვილი. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp