ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სიტუაცია დაიძაბა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან სიტუაცია დაიძაბა: აქციის მონაწილეებმა ბიზნეს-ცენტრის კედელზე დაწერეს "#შეცვალე", წადი რასაც პოლიციელების მხრიდან აქტივაცია მოჰყვა. ადგილზე მცირე დაძაბულობასაც ჰქონდა ადგილი. აქტივისტები პოლიციელებს ხელებაწეულები შეხვდნნე. როგორც ირკვევა, შსს აქტივისტების ქმედებებთან დაკავშირებით ადმინსიტრაციული საქმის წარმოებას იღებს. 

"ყველას მოვუწოდებთ, დაიცვან კანონი. ამისთვის არსებობს პოლიცია. რაც შეეხება იერსახის დამახინჯებას, ამ ფაქტს შევაფასებთ, დაიწყება ადმინსიტრაციული წარმოება. თუ დაფიქსირდება სამართალდარღვევა, მოხდება შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ვაჟა სირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდების ჯგუფი, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები რუსთაველზე მიმდინარე აქციას გამოეყვნენ და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გამოხატეს საკუთარი პროტესტი პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო. საუბარია პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებაზე. ისინი სკანდირებენ "წადი". 

აქტივისტები საკუთარი პროტესტის დაფიქსირების შემდეგ ისევ რუსთაველზე გადაინაცვლებენ. 

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბანკი "ქართუ" ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს უჩივის